1. პროექტის სახელწოდება: ბუნებრივი გარემოს დაცვა
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები დაეუფლონ მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების ხერხებს, განუვითარდეთ შედეგების დამუშავებისათვის მონაცემების წარმოდგენის ხელსაყრელი ფორმის შერჩევის უნარი. კერძოდ მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის ერთ–ერთ ძირითად მეთოდი –– სიხშირეთა და ფარდობით სიხშირეთა ცხრილების შედგენა, სვეტოვანი დიაგრამით სიხშირეთა წარმოდგენა. განუვითარდებათ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გამოუმუავდეთ ბუნებრივ გარემოს დაცვის, შენარჩუნებისა და ბუნებრივ გარემოზე ზრუნვის უნარ–ჩვევები
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ტიპის მონაცემების შემთხვევაში ხელსაყრელი სახის დიაგრამის შერჩევის უნარის განვითარება
5. მონაწილეთა ასაკი: X კლასის მოსწავლეები
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დაეუფლებიან მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების ხერხების გამოყენებას პრაქტიკაში, განუვითარდებათ შედეგების დამუშავებისათვის მონაცემების წარმოდგენის ხელსაყრელი ფორმის შერჩევის უნარი, განამტკიცებენ სიხშირეთა და ფარდობით სიხშირეთა ცხრილების შედგენის ცოდნას, სვეტოვანი დიაგრამით სიხშირეთა წარმოდგენას, განუვითარდებათ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახაზავი, ფანქარი, საშლელი, კომპიუტერი
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვავალებ შეაგროვონ მონაცემები თავიანთ სოფელში ხეხილის ნარგავების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ თემის ტერიტორიალური ორგანოს სპეციალური ორგანოების მიერ შეწამვლითი სამუშოების ჩატარების შემთხვევაში. წარმოადგინონ ეს მონაცემები სიხშირეთა და ფარდობით სიხშირეთა ცხრილების საშუალებით, ააგონ შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამა
მოსწავლეებს შევახსენებ ფარდობით სიხშირის განსაზღვრებას, სიხშირეთა ცხრილის შედგენას, სვეტოვანი დიაგრამის აგებას
პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეებს ვუწევ კონსულტაციას. ვამოწმებ მოსწავლეების მონაცემების საფუძველზე შედგენილი ცხრილების სისწორეს. ვისმენ მოსწავლეთა ნამუშევრის პრეზენტაციას
ამის შემდეგ მოსწავლეები კომპიუტერის გამოყენებით აგებენ შესაბამის სვეტოვან დიაგრამას. მოსწავლეთა ნამუშევრს გამოვაფენთ სკოლაში
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები მოიპოვებენ მონაცემებს და წარმოადგენენ მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით, განუვითარდებათ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში
11. პროექტის ხელმძღვანელი: ვაჟა კუცია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: v.kucia2011@yahoo.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: vkucia.blogspot.com